იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნატოს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი თესაუ-ში

   6 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ნატოს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი, თედ ვაითსაიდი,  იმყოფებოდა.

   თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე  ამერიკელმა  დიპლომატმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ ისაუბრა. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა .

     როგორც თედ ვაითსაიდმა აღნიშნა, ნატო, რომელიც მასში შემავალი წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა,  მშვიდობის, თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების  დამკვიდრებისთვის იბრძვის.

    საუბარი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში  საქართველოს გაწევრიანების  საკითხსაც შეეხო. დიპლომატის თქმით, ნატოს კარი მასში გაწევრიანების ყველა მსურველისთვის ღიაა. ეს არის შესაძლებლობა ქვეყნებისთვის და არა- ძალდატანება, ან - ვალდებულება,

 
მნახველთა რაოდენობა: 6915
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.