იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გაცოცხლებული ეთნოგრაფიული ტრადიციები - თესაუ-ში ტურიზმის სპეციალობის სტუდენტთა პრეზენტაციები ჩატარდა

მცირე ეთნოგრაფიული ღონისძიება, რომელიც დღეს თესაუ-ში მოეწყო, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებისა და მათი პროფესორების, თამარ თამარაშვილისა და თამარ ღურწკაიას ინიციატივით გაიმართა. სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს ეთნოლოგიაში, სხვადასხვა თემატიკაზე: შობა ახალი წლის დღესასწაულის ტრადიციებზე, ეროვნულ სამოსსა და ქართულ ფოლკლორზე, სტუმარმასპინძლობის წეს-ჩვეულებებზე, მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე და სხვ. პრეზენტაციები გამორჩეული იყო, რადგან მათ თან ახლდა შესაბამისი ქართლ-კახური სიმღერები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის "პატარა კახის" შესრულებით (ხელმძღვანელი გოჩა ბიძინაშვილი).

ღონისძიების ფარგლებშივე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სუფრა, დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობის ტრადიციებით, ეტიკეტით და საშობაო ენოგასტრონომიული კულტურით.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1461
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'