გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა. ფონდის წარმომადგენლებმა შესაბამისისი ხელშეკრულებები სტუდენტთან დღეს გააფორმეს.
შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, მოეწერა. ფონდის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის მიზანია პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა.
პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სტიპენდიები გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვისაც გამოიყო, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში სამეცნიერო მუშაობას ახორციელებენ.