გარე მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!                           შიდა მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები დაუნიშნეს

  უდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა.  ფონდის წარმომადგენლებმა შესაბამისისი  ხელშეკრულებები სტუდენტთან  დღეს გააფორმეს.

    შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

   გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი მიმდინარე წლის   22 ივლისს, თბილისში,  მოეწერა. ფონდის მიერ ინიცირებული  და დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის   მიზანია პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა.

     პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სტიპენდიები  გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვისაც  გამოიყო, რომლებიც  პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში   სამეცნიერო მუშაობას ახორციელებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 832
 
 
 
 
2021 იანვარი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

23

24

25

26

27

28

29

30

31


2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.