6 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც პროფესორ-მასწავლებელებთან ერთად, მონაწილეობა ფილოლოგიი სსადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულებმაც მიიღეს.
ღონისძიება თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები მწერლის შემოქმედებაში ძველი ქართული სალიტერატურო ენის ნიშან-თვისებებს,ქართულ სცენაზე გაცოცხლებულ მის ვოდევილებს, აკაკის ,,სულიკოს" და სხვა საინტერესო თემატიკას მოიცავდა.
სამეცნიერო კონფერენცია, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.