იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

6 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო  კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც პროფესორ-მასწავლებელებთან ერთად,  მონაწილეობა ფილოლოგიი სსადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულებმაც მიიღეს.

ღონისძიება  თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის  და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები მწერლის  შემოქმედებაში ძველი ქართული სალიტერატურო  ენის ნიშან-თვისებებს,ქართულ სცენაზე გაცოცხლებულ მის ვოდევილებს, აკაკის ,,სულიკოს" და სხვა საინტერესო თემატიკას მოიცავდა.

    სამეცნიერო კონფერენცია, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3907
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'