იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ონლაინ შეხვედრები

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან სტუდენტებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული სწავლების საერთაშორისო მოდელს სთავაზობს. ინტერაქციული ონლაინ ლექციები პილოტირების რეჟიმში დღეს დაიწყო. ელექტრონული სასწავლო პროცესის დაწყებას თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი თამარ სხულუხია დაესწრნენ.

   პროცესი ითვალისწინებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით. 

  ინტერაქციული ლექციებისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ საკლასო დისკუსიებსა და განხილვებში.

   ონლაინ პლატფორმა ერთდროულად 300-მდე სტუდენტისთვის ლექციის სინქრონულ რეჟიმში გადაცემის (ე.წ.ლაივსტრიმის საშუალებას იძლევა. ჭკვიან დაფებს (Smartboards) აქვს დაფისა და სალექციო მასალის ონლაინ რეჟიმში გაზიარების ფუნქცია.

   ონლაინ შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებისა და გამოწვევების საკითხზეც გაიმართა,- ,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა . კორონავირუსთან (COVID 19) დაკავშირებული საფრთხიდან გამომდინარე  უცხოელ მონაწილეთა  და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა ჩართვა .

   შეხვედრები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, რომლებშიც  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  მონაწილეობდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5551
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.