27 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვანო შიუკაშვილის დისერტაციის - ,,პექტინოვანი ნივთიერებების დაგროვების დინამიკა ყურძენში და მათი გავლენა ტკბილისა და ღვინის ხარისხზე“-დაცვა გაიმართა. კვლევა წარდგენილი იყო სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: მარიამ ხოსიტაშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გეორგ ბინდერი – დოქტორი.
კვლევის მიზანია ყურძენში პექტინოვან ნივთიერებათა დაგროვების დინამიკისა და ტკბილისა და ღვინის ხარისხზე მათი გავლენის დადგენა.
ვანო შიუკაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.