27 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია- ,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპოზოდი მეოთხე“-გაიმართა.
კონფერენციაზე სტუმრად მოწვეული იყვნენ 2019 სასწავლო წლის მეექვსე კლასის მოსწავლეები. ისინი იმ თაობას წარმოადგენენ, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წელს, უკვე მეოთხედ, საჩუქრად ,,ბუკები“ გადასცა.
კონფერენციის მიზანია სწავლების დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საუკეთსო, ორიგინალური ნაშრომების წარმოჩენა, რომლებიც წარმოადგენს, MS Office საოფისე პროგრამათა პაკეტის გამოყენებით, ორიგინალურ კომპიუტერულ გრაფიკას, ანიმაციურ პრეზენტაციას, Web-დიზაინს (HTML), ვიზუალურ პროგრამირებას-Scratch ტექნოლოგიას და თავისუფალ პროგრამულ აპლიკაციას. ასევე, მოსწავლეთა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლება და უივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, რაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.
კონფერენციის ორგანიზატორია თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი.