,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპოზოდი მეოთხე“-კონფერენცია თესაუში

27 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია- ,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპოზოდი მეოთხე“-გაიმართა.

      კონფერენციაზე სტუმრად მოწვეული იყვნენ  2019  სასწავლო წლის მეექვსე კლასის  მოსწავლეები.  ისინი იმ თაობას წარმოადგენენ, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013-2014  სასწავლო წელს, უკვე მეოთხედ, საჩუქრად ,,ბუკები“ გადასცა.

    კონფერენციის მიზანია    სწავლების დაწყებითი საფეხურის V-VI  კლასების საუკეთსო, ორიგინალური ნაშრომების წარმოჩენა, რომლებიც წარმოადგენს, MS Office საოფისე პროგრამათა პაკეტის გამოყენებით, ორიგინალურ კომპიუტერულ  გრაფიკას, ანიმაციურ პრეზენტაციას, Web-დიზაინს (HTML), ვიზუალურ პროგრამირებას-Scratch ტექნოლოგიას და თავისუფალ პროგრამულ აპლიკაციას.  ასევე, მოსწავლეთა  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლება და  უივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, რაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

     კონფერენციის  ორგანიზატორია თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი.   

 
მნახველთა რაოდენობა: 243
 
 
 
 
2020 იანვარი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.