იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით გენტის (ბელგია) უნივერსიტეტის პროფესორი იან პიტერსი სტუმრობდა.
პროფესორმა ფაკულტეტის მიერ სააკრედიტაციოდ მომზადებული საბაკალავრო პროგრამა- ,,ადრეული განათლება" - წინასწარ წაიკითხა და პროგრამის აკადემიურ პერსონალს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილში გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.