იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ბელგიელი პროფესორი თესაუში

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით   გენტის (ბელგია)  უნივერსიტეტის  პროფესორი  იან პიტერსი სტუმრობდა.

     პროფესორმა ფაკულტეტის მიერ სააკრედიტაციოდ მომზადებული საბაკალავრო პროგრამა- ,,ადრეული განათლება" - წინასწარ  წაიკითხა და პროგრამის აკადემიურ პერსონალს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო.

     შეხვედრის მეორე ნაწილში  გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 11812
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.