11 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა დოქტორანტ მაია ჯანგიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ტექსტოლოგიური კვლევები გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის “.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: მაია ნინიძე- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქოტორი, მოწვეული პროფესორი;
ქეთევან გიგაშვილი- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ნაშრომის მიზანია, უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, გურამ რჩეულიშვილის როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ნაწერების ფუნდამენტურად შესწავლა.
მაია ჯანგიძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.