11 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა დოქტორანტ თეა თვალავაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ტექსტოლოგიური და საგამომცემლო კვლევები გრიგოლ ორბელიანის წერილებისა და დღიურების შესახებ“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან : ქეთევან გიგაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი და მაია ნინიძე-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მოწვეული პროფესორი.
სადისერტაციო ნაშრომი მიზნად ისახავს გრიგოლ ორბელიანის წერილებისა და დღიურების ტექსტოლოგიურ და გამოცემათმცოდნეობით კვლევას.
თეა თვალავაძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.