იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ესმა მანიას ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

10  დეკემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე,  ჩატარდა დოქტორანტ ესმა მანიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ტექსტოლოგიური და საგამომცემლო კვლევები ილია ჭავჭავაძის ზეპირი მეტყველების ნიმუშებისა და წერილობითი ჩანაწერების შესახებ“.

   სამეცნიერო ხელმძღვანელები:  მაია ნინიძე- ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი, მოწვეული პროფესორი;                          

  ქეთევან გიგაშვილი-ფილოლოგიის  დოქტორი, პროფესორი.                   

     ნაშრომი მიზნად ისახავს მეცნიერთა მიერ ჯერ კიდევ შეუსწავლელი სპეციფიკური მასალის – ილია ჭავჭავაძის ფრაგმენტული ზეპირი გამოსვლებისა და მის არქივში დაცული სხვადასხვა სახის ჩანაწერის- ტექსტოლოგიურ კვლევას და ამავე ტექსტების აკადემიურად გამოცემის კონცეფციის შემუშავებას.  

      ესმა მანიას   ფილოლოგიის დოქტორის  აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4615