სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა 17 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და ახალგაზრდების კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. სტუმრებმა ყურადღება იმ საკითხზეც გაამახვილეს, თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა, დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს. ,,დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში, ადგილზე შეირჩნენ ის სტუდენტებიც, რომლებსაც კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი“ ახალგაზრდებს შერჩევის გამჭვირვალობას, უსაფრთხო, სასიამოვნო გარემოს, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას და მოქნილ გრაფიკს სთავაზობს.