იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები თესაუში

     სადაზღვევო კომპანია  ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“  წარმომადგენლებმა 17 ოქტომბერს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და ახალგაზრდების კარიერული  განვითარების  შესაძლებლობაზე ისაუბრეს.  სტუმრებმა ყურადღება იმ საკითხზეც გაამახვილეს,  თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა, დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს.  ,,დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში,  ადგილზე შეირჩნენ ის სტუდენტებიც, რომლებსაც კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა  მიეცემათ.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  სადაზღვევო კომპანია  “ჯიპიაი ჰოლდინგი“    ახალგაზრდებს  შერჩევის გამჭვირვალობას, უსაფრთხო, სასიამოვნო გარემოს, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას  და მოქნილ გრაფიკს სთავაზობს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 4539
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.