იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 12 ივლისს საქართველოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მუკათარიძე და ევროპულ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
შეხვედრა უნივერისტეტის მართვაში სტუდენტების მონაწილეობის, ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის, თვითმმართველობების საქმიანობის და სხვა საკითხებს შეეხო.
თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, თენგიზ კუკუნაშვილმა, თვითმმართველობის საქმიანობის, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საკუთარი გამოცდილება ქართველ სტუდენტებს რუმინეთის და ფინეთის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებმაც გაუზიარეს. მათ სტუდენტურ ცხოვრებაში თვითმმართველობების როლზე, სტუდენტთა უფლებებსა და განათლების ხარისხზე ისაუბრეს.
შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ასლანიშვილი, თესაუს სხვადასხვა სამსახურების, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და საერთაშოროსო პროექტების მონაწილე სტუდენტები დაესწრნენ.