იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპულ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლები თესაუს სტუმრობდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 12 ივლისს  საქართველოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი  ალექსანდრე მუკათარიძე  და ევროპულ სტუდენტთა კავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

      შეხვედრა უნივერისტეტის მართვაში  სტუდენტების მონაწილეობის, ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის, თვითმმართველობების საქმიანობის და სხვა საკითხებს შეეხო.

     თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, თენგიზ კუკუნაშვილმა,  თვითმმართველობის საქმიანობის, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების  შესახებ ისაუბრა. საკუთარი გამოცდილება ქართველ სტუდენტებს  რუმინეთის და ფინეთის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებმაც გაუზიარეს. მათ  სტუდენტურ ცხოვრებაში თვითმმართველობების როლზე, სტუდენტთა უფლებებსა  და  განათლების ხარისხზე ისაუბრეს.       

    შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი, საერთაშორისო  ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ასლანიშვილი, თესაუს სხვადასხვა სამსახურების, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და საერთაშოროსო პროექტების მონაწილე სტუდენტები დაესწრნენ. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6569
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'