19 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის პროექტის- ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) -ფარგლებში- მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
საგრანტო პროგრამების მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების დაკომერციალიზაციის გზით , ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
GENIE პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორმილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა, სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში, შედგენს 10%-ს.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები, თესაუს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.