იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მსოფლიო ბანკის პროექტის -,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) -ფარგლებში, მიმდინარე საგრანტო პროგრამების პრეზენტაცია თესაუში

19 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის პროექტის- ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) -ფარგლებში- მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

საგრანტო პროგრამების მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების დაკომერციალიზაციის გზით , ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE  პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.  საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორმილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა, სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში, შედგენს 10%-ს.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების,  ბიზნესის წარმომადგენლები, თესაუს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4382
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.