მთავრობის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თესაუს I სასწავლო კორპუსში განხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა.
თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება.
მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის პარალელურად, სამუშაოების ნაწილს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.