ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

მთავრობის დადგენილებით,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

      სარეაბილიტაციო სამუშაოები თესაუს I  სასწავლო კორპუსში განხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა,  ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა.

   თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება.

    მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის პარალელურად, სამუშაოების ნაწილს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7007
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...