25 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა: მარიამ კირვალიძემ და მარიამ ბაციაშვილმა (ხელმძღვანელი - თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი) და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა მარიამ ალექსიძემ (ხელმძღვანელი - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ჯიმშიტაშვილი) მიიღეს.
თესაუ-ს სტუდენტების მიერ წარდგენილი საკონფერენციო ნაშრომები კომისიის წევრებისგან დადებითად შეფასდა.
კონფერენციის ყველა მონაწილე სერთიფიკატებით დაჯილდოვდა.