იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტის წარმატება სტუდენტთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე

25 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა: მარიამ კირვალიძემ და მარიამ ბაციაშვილმა (ხელმძღვანელი - თესაუ- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი) და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა მარიამ ალექსიძემ (ხელმძღვანელი - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ჯიმშიტაშვილი) მიიღეს.

თესაუ-ს სტუდენტების მიერ წარდგენილი საკონფერენციო ნაშრომები კომისიის წევრებისგან დადებითად შეფასდა.

კონფერენციის ყველა მონაწილე  სერთიფიკატებით   დაჯილდოვდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5124
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.