იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს.
თესაუს პროექტი 2019 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის- ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“-გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა.
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აღნიშნულ პროექტს თელავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად განახორციელებს (მეცნიერი-მზია ღაღოლიშვილი და პედაგოგი-პროფესორი მანანა კევლიშვილი).
6 თვიანი პროექტის ფარგლებში, კვლევა წინანდლის ნიადაგებს ჩაუტარდება და შედეგად, აგროქიმიური კარტოგრაფი მომზადდება.