იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი გახდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს.

   თესაუს პროექტი 2019 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის- ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“-გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა.

   აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აღნიშნულ პროექტს თელავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად განახორციელებს (მეცნიერი-მზია ღაღოლიშვილი და პედაგოგი-პროფესორი მანანა  კევლიშვილი).

   6 თვიანი პროექტის ფარგლებში,  კვლევა წინანდლის ნიადაგებს ჩაუტარდება და შედეგად, აგროქიმიური კარტოგრაფი მომზადდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4265
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'