5 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშის-,,რა? სად? როდის?“- სტუდენტური ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა უნივერსიტეტის 4-მა და ერთმა დამოუკიდებელმა გუნდმა მიიღო. შეხვედრას კლუბის წარმომადგენელი თელავში, არჩილ მჭედლიშვილი, უძღვებოდა.
საბოლოო შედეგების მიხედვით, გამარჯვება თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს, საჩუქრად, წიგნები და სიგელები გადაეცათ.
ჩემპიონატის ორგანიზატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
თესაუს სტუდენტური ლიგის შეხვედრები უნივერსიტეტში პერმანენტულად იმართება.