იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,, რა? სად? როდის?“-გამარჯვებული თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გუნდი გახდა

5 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშის-,,რა? სად? როდის?“- სტუდენტური ლიგის  ფინალური შეხვედრა გაიმართა.

     შეჯიბრში მონაწილეობა უნივერსიტეტის 4-მა და ერთმა დამოუკიდებელმა გუნდმა მიიღო. შეხვედრას კლუბის წარმომადგენელი თელავში, არჩილ მჭედლიშვილი, უძღვებოდა.

   საბოლოო შედეგების მიხედვით, გამარჯვება თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს, საჩუქრად, წიგნები და სიგელები გადაეცათ.

     ჩემპიონატის  ორგანიზატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.  

    თესაუს სტუდენტური ლიგის შეხვედრები უნივერსიტეტში პერმანენტულად იმართება.  

 
მნახველთა რაოდენობა: 4136
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'