11 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის პროგრამის დოქტორანტის, გია გამტკიცულაშვილის, სადოქტორო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
კვლევის თემა იყო - ,, ქვევრის შემადგენელი თიხა-მინერალების გამოკვლევა და მათი გავლენა ღვინის ხარისხზე".
სამეცნიერო ნაშრომის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველად შესწავლილი იქნა საქართველოს სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ქვევრის საშენი მასალის პირველადი თიხამინერალების, ამავე მასალიდან დამზადებული ქვევრების, და მათთან ერთად, გამომწვარი თიხოვანი ფრაგმენტების მინერალური შედგენილობა, ფიზიკურ - ქიმიური მახასიათებლები და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები.
გია გამტკიცულაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.