იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გია გამტკიცულაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის დოქტორის წოდება მიენიჭა

11 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის პროგრამის  დოქტორანტის, გია გამტკიცულაშვილის, სადოქტორო ნაშრომის  დაცვა  გაიმართა.

    კვლევის თემა იყო - ,, ქვევრის შემადგენელი თიხა-მინერალების გამოკვლევა და მათი გავლენა ღვინის ხარისხზე".

    სამეცნიერო  ნაშრომის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ პირველად შესწავლილი იქნა საქართველოს  სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ქვევრის საშენი მასალის პირველადი თიხამინერალების,  ამავე მასალიდან დამზადებული ქვევრების, და მათთან ერთად, გამომწვარი თიხოვანი ფრაგმენტების  მინერალური შედგენილობა, ფიზიკურ - ქიმიური მახასიათებლები და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები.

    გია  გამტკიცულაშვილს    სასურსათო  ტექნოლოგიის  დოქტორის  აკადემიური  ხარისხი     მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4135
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.