იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„დაინახე ყველაფერი“ - ანტი-სტიგმა კამპანია თესაუში

საქართველოში ანტი-სტიგმა კამპანია, სახელწოდებით,-  „დაინახე ყველაფერი,“ -მიმდინარეობს.  კამპანიის მიზანია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელება და  მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.

   კამპანიის ფარგლებში, 14 ნოემბერს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

    დისკუსიის თემა იყო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და სტიგმა.  კამპანიის ფარგლებში, ასევე, გავრცელდა აღნიშნულ თემაზე  გამოცემული სხვადასხვა პუბლიკაციები.

   კამპანია- „დაინახე ყველაფერი“- ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინიციატივით, ევროკავშირის,  ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4213
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.