იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა“

28 სექტემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  II  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლება, კვლევა, პრაქტიკაგაიხსნა.

კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტებ და სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებების  თანამშრომლები  მონაწილეობენ.

სამეცნიერო საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა  და რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა მიმართეს.

პლენარული სესიის შემდეგ კონფერენციის მუშაობა  სექციებში გაგრძელდა და მასში 70-მდე მკვლევარი იყო ჩართული.

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი დავით მახაშვილი) მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია  29 სექტემბერს დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6268
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.