28 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ გაიხსნა.
კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლები მონაწილეობენ.
სამეცნიერო საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა და რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა მიმართეს.
პლენარული სესიის შემდეგ კონფერენციის მუშაობა სექციებში გაგრძელდა და მასში 70-მდე მკვლევარი იყო ჩართული.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (დეკანი დავით მახაშვილი) მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია 29 სექტემბერს დასრულდება.