პროექტის განხორციელების ვადები: 2 წელი (2020 წლის 01 აგვისტოდან 2022 წლის 01 აგვისტომდე).
ჩართული პერსონალი: პროექტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი კახეთის რეგიონში თესაუ-ს პროფესორი მაგდა დავითაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" (ENI/2020/417-316)
პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერებასა და დასაქმებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, აჭარა, კახეთი) ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში უწყვეტი განათლების ერთიანი პლატფორმის შექმნის გზით.
პროექტი მიზნად ისახავს: საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები; პარტნიორების აქტიური მონაწილეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას და დაინერგოს პედაგოგთა/ტრენერთა პროფესიული გადამზადების კურსები, რათა მათ შეძლონ ადგილზე მოამზადონ დაინტერესებული პირები ლაბორატორიული უსაფრთხოების მიმართულებით; შეიქმას ონ-ლაინ პორტალი, რომელიც გააერთიანებს ორ ძირითად კომპონენტს: ა) ცოდნის საერთაშორისო პლატფორმა/ფორუმს და ბ) ერთიან ონ-ლაინ დასაქმების/კარიერული განვითარების პორტალს; განვითარდეს თანაშრომლობა უნივერსიტეტებსა და კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებს შორის სტაჟირების პროგრამების ინიცირებისა და განხორციელებით.
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში თსუ-თან ერთად ჩართულები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან ტერამოს უნივერსიტეტი (ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი) და მილანის უნივერსიტეტი (კლინიკური მიკრობიოლოგიის და ვირუსულოგიის ლაბორატორია).
პროექტის ფარგლებში მოხდება თესაუ-ს ლაბორატორიების აღჭურვა ბიოუსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო და აგრარულ მეცნიერებათა მიმართულების კვლევების განხორციელებას.