- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური
1) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი _ პროფესორი ნინო კოჭლოშვილი
დავით თურდოსპირელის თხზულებათა მეცნიერულ-მასობრივი გამოცემა პროექტის ფარგლებში ჩვენი კვლევის მიზანია დავით თურდოსპირელის თხზულებების მეცნიერულ-მასობრივი გამოცემა. აღნიშნული ტიპის გამოცემა მკითხველს სრულ წარმოდგენას მისცემს დავით თურდოსპირელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე იმდენად, რამდენადაც გამოცემაში გათვალისწინებული იქნება რჩეული ნაწერები როგორც მხატვრული ნაწარმოებებიდან, ისე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებიდან. ვფიქრობთ, საკვლევი პრობლემა საინტერესო და აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს დავით თურდოსპირელის შემოქმედების შესახებ ცალკეული საკითხების უფრო სრულფასოვნად წარმოჩენა-შესწავლისა და დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი, სრულიად ახალი მრავალი ნიშანდობლიობის გამოვლენა-დასაბუთებას. ჩვენი ამოცანაა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი და ამომწურავი ინფორმაცია დავით თურდოსპირელის შემოქმედებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანად შევისწავლოთ დავით თურდოსპირელის შემოქმედებითი ლაბორატორია, შევაფასოთ მწერლის ლიტერატურული ნაღვაწი, ვაჩვენოთ მისი როლი მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში, წარმოვაჩინოთ დავით თურდოსპირელის შემოქმედების ღირსებები და დღესაც აქტუალური მხარეები. დავით თურდოსპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მწერალის სიცოცხლეში მისი შემოქმედების ნიმუშები ხშირად ქვეყნებდა პერიოდული პრესის ფურცლებზე და მცირე მასობრივი კრებულების სახითაც არაერთხელ გამოიცა. მწერლის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანია, აღნიშნული მასალა ხელნაწერების სახითაა დაცული გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ხელნაწერების უმრავლესობა ავტოგრაფია. საყოველთაოდ ცნობილია ავტოგრაფების უმნიშვნელოვანესი როლი გამოსაცემი ტექსტის სწორად შერჩევაში, სწორედ ავტოგრაფებს შეჰყავს მკვლევარი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიაში და აძლევს საშუალებას გააცნოს ავტორის ნების გამომხატველი შემოქმედება. ვფიქრობთ, პროექტი კახეთის რეგიონისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, დავით თურდოსპირელის თხზულებათა მეცნიერულ-მასობრივ გამოცემას ექნება დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო დავით თურდოსპირელი მწერლური ნაღვაწის პოლულარიზაციას, არამედ მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანას. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი
პროექტის სახელწოდება - ,,თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - (ისტორია და თანამედროვეობა)“. კვლევის მიზანია - სოფლების ვარდისუბნის, რუისპირის და იყალთოსისტორიის, მატერიალური კულტურის ძეგლების, ტოპონიმიკის, მეურნეობის დარგების, კულტურის, ტრადიციების, ფოლკლორის, ახალგაზრდების და ქალთა საკითხების თვისობრივად განსხვავებული მასალების მოძიება, კვლევა, დამუშავება და მიღებული შედეგების გამოცემა. პროექტი მიმდინარეობს 2024 წლის იანვრიდან. |
|
სწრაფი ბმულები