თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის!

   კვლევის სახელწოდება:  ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური  შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:  სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

განხორციელების პერიოდი:  31.07.2017-31.07.2019

შპს ,,ლუკაგროს’’ მიერ შეკვეთილი კვლევა ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ. კვლევა ითვალისწინებს აღნიშნული ხორბლის ჯიშების სამი წლის მოსავალში ქიმიური შედგენილობის და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას, რათა მიღებული ახალი ხორბლის ჯიშები გამოყენებულ იქნეს კახეთის რეგიონში, როგორც ხორბლის სათესლე მასალა.

კვლევა განხორციელებულია ერთი წლის მოსავალზე, მიმდინარე წელს განისაზღვრება მეორე წლის მოსავალში და 2019 წელს დასრულდება კვლევა.

 

   კვლევის სახელწოდება:  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერთი ჰექტარი  კვლევითი ნაკვეთის მოწყობა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1 ჰექტარი ვენახის გაშენება  ზოგიერთი ტრადიციული-სამრეწველო და იშვიათად გავრცელებული ვაზის ჯიშების დარაიონებით.  

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:  სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

განხორციელების პერიოდი:  30.09.2017-31.12.2019

კვლევა ითვალისწინებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერთი ჰექტარი ვენახის მოწყობას ყურძნის სასუფრე და სამრეწველო ჯიშებისათვის აგროტექნოლოგიის ახალი მეთოდების დანერგვას.

განხორციელებულია  ნაკვეთის ნიადაგის ქიმიური შედგენილობის კვლევა და კვლევის საფუძველზე მოხდა მინერალური სასუქების დოზების და ნორმების განსაზღვრა, ნიადაგი მომზადებულია ვაზის კულტურის გაშენებისათვის. კვლევა გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში, რათა განისაზღვროს მიღებული მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები და შეფასდეს დამზადებული ღვინის ღირსება.

.პროექტის სახელწოდება: კახეთის რეგიონის ხორბლის მოსავალში ტენის მარაგის განსაზღვრა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი    

 დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ფონდის მიერ 

01.08.2018-31.08.2016

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2016 წლის კახეთის რეგიონის ხორბლის სრული მოსავლიანობა და მიღებულ მოსავალში შეთვისებული ტენის რაოდენობა.

    პროექტის სახელწოდება: შიდა კახეთის ნიადაგური პრობლემების შესწავლა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი                                   

 01.09.2015-30.06.2016

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შიდა კახეთის (თელავის რაიონი) ნიადაგების ქიმიური შედგენილობა, კერძოდ მიკრო და მაკრო ელემენტები, განსაზღვრულ იქნა ნიადაგების საკვები ელემენტებით გაღარიბების ხარისხი, სასუქის სახე და საკვები ელემენტების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის ნიადაგისათვის. შედეგები დამუშავდა და გაიცა რეკომენდაციები ფერმერებზე სასუქის სახისა და გამოსაყენებელი სასუქების დოზების შესახებ.

  პროექტის სახელწოდება: თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური პრობლემების  შესწავლა

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

01.09.2016-30.06.2017

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური  შედგენილობა და განვსაზღვრეთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეები აგრეთვე მავნე ორგანიზმები, მოხდა წინასწარი პროგნოზირება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების სპორების და მავნე ორგანიზმების შესახებ. შესაბამისად, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო  კულტურაზე დაავადებების ან მავნებლების განვითარების რისკები, მოხდა რეკომენდაციების შემუშავება და ფერმერებისათვის გადაცემა წინასწარი პრევენციისათვის, დაიგეგმა თესვისწინა ღონისძიებები და ქიმიური საშუალებების გამოყენების ტექნიკა. 

4. ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში

 
 

2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.