იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ნარჩენებისა და ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე

სტუდენტებს, ვისაც სურთ აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში და სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სკოლიდანვე მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში „ნარჩენებისა და ტყეების მდგრადი მართვა.

 

           2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 27 სექტემბერს სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივეტსიტეტში (თესაუ). საკონფერენციო თემების პრიოტიტეტი იქნება: 1. ნარჩენების მდგადი მართვა; 2. ტყეების მდგრადი მართვა. ასევე შესაძლებელია მე-3, ზემოთ დასახელებული ორი თემის ინტეგრაციაც.

            კონფერენცია შედგება ორი დონისაგან: დონე პირველი - მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეები. მეორე დონეზე მონაწილეობას მიიღებენ თესაუ-ს სტუდენტები.

            კონკურსის პირველი ეტაპი გამოცხადდა 2017 წლის 20 აპრილს და პირველადი განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა იქნება 29 მაისი. პირველ ეტაპზე ნებისმიერ მოსწავლეს და სტუდენტს შეეძლება შემოიტანოს მის მიერ წარმოსადგენი საკონფერენციო თემის მონახაზი 300 სიტყვიანი ესეს სახით. თითოეულ ესეს განიხილავს შესაბამისი ჟიური და მათგან შეარჩევს 10 საუკეთესოს (5 მოსწავლეებისგან და 5 სტუდენტებისაგან). ეცნობებათ რა მათ პირველ ეტაპზე წარმატებისა და მეორეზე გადასვლის შესახებ, მათ უნდა მოამზადონ საკონფერენციო პრეზენტაცია - თემის ვიზუალური მხარე წარმოდგენილი უნდა იყოს PPT პროგრამაში და მოიცავდეს 10 წუთიან პრეზენტაციას.

            ჟიური შეარჩევს თითო-თითო გამარჯვებულ მონაწილეს - 1 სკოლის მოსწავლეს და 1 სტუდენტს. ყველა ფინალისტს გადაეცემა სერთიფიკატი.

შევსებული განაცხადი არაუგვიანეს ..29 მაისისა უნდა გააგზავნოთ შემდეგ  ელექტრონულ მისამართებზე:  kakhiberius@gmail.com და ntrl.sciences@tesau.edu.ge

            დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: ინფორმაცია კონფერენციაზეპირველადი განაცხადი

 
მნახველთა რაოდენობა: 6046
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.