გვსურს მოგიწვიოთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის კონკრეტული ქეისების განხილვას დაეთმობა.
შეხვედრა, რომელიც 2020 წლის 15 დეკემბერ,ს 15:00 საათზე, გაიმართება, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერაა ორგანიზებული.
შეხვედრა გაიმართება 2020წლის 15 დეკემბერს 15:00 საათზე .
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის და ღვინის ქარხნების: ,,შატო მუხრანისა" და ,,მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენლები.
თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია!
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე, რათა რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ მეილზე გამოგეგზავნოთ შეხვედრის ლინკი:
https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_NwgRE_j7QDabFRHR1BruRg
შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: ir.head@tesau.edu.ge