15 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ნათელა ბაღათრიშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა.
კვლევის თემაა -,,საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას" ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მარინა კაპანაძე).
სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი მიზანია განისაზღვროს, პროექტის დანერგვის პროცესში, როგორ შეიცვალა მონაწილე მასწავლებელთა მიდგომები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიმართ, რამდენად განვითარდა მათი კვლევითი უნარ-ჩვევები და რამდენად აქტიურად ნერგავენ ყოველდღიურ პრაქტიკაში კვლევით პროექტებსა და კვლევით აქტივობებს.
ნათელა ბაღათრიშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.