1 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტში, ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედვარდ კურტისის, გამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ამერიკელი ინდიელების ცხოვრების ამსახველი ფოტოები და პოსტერები.
ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება.
ექსპოზიციაზე, რომლის ორგანიზატორია ამერიკის კუთხე თელავში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ინდიელების კულტურა, მდიდარი სპირიტუალური რიტუალებით და სხვადასხვა კოსტუმებით.
ედვარდ კურტისმა პროექტს 20 წელი დაუთმო და ჯამში, 40 000-მდე ფოტო გადაიღო.