იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ესტონეთის განათლების ექსპერტი თესაუ-ში

ესტონეთის განათლების ექსპერტი ენე-სილვია სარბი, ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ წარმომადგენელთან, ნათია ჯოხაძესთან, ერთად, 9 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

      თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამართულ შეხვედრაზე ესტონელმა ექსპერტმა პრეზენტაცია ესტონური უმაღლესი განათლების შესახებ გააკეთა. ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ წარმომადგენელმა საქართველოში მასწავლებელთა კომპეტენციის და კვალიფიკაციის პრობლემების შესახებ ისაუბრა, რის გამოც, მისივე თქმით, აუცილებელია მასწავლებელთა მომზადების პროგრამის წარმატებით განხორციელება.

      საქართველო და ესტონეთი ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში 4 წელია, თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებზე მუშაობენ.

     პრეზენტაციის  მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

     სამუშაო შეხვედრას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით მახაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6766