იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა

შოთა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი უმაღლესი ქულით შეაფასა.

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში,  „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“,  20 საკონკურსო პროექტს შორის უნივერსიტეტისა და ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო  სკოლის ერთობლივმა   პროექტმა გაიმარჯვა.

პროექტი, სახელწოდებით, „ბუნებრივი რესურსებით ეკოპროდუქტების წარმოების მიზნით მოსწავლეებში კვლევითი უნარების გამომუშავება მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების მეშვეობით“, საჯარო სკოლებში მეცნიერული კვლევა-ძიების  უნარების განვითარებას, მოსწავლეების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ინტერესის ამაღლებასა და არასამიზნე სკოლებში ქსელური მუშაობის განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები, მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლის  მასწავლებელი, ნანა გარჯიკაული, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თელავის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნათელა ბაღათრიშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი არიან.

პროექტის განხორციელების პერიოდში კვლევაში   მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის ლაბორატორიებით ისარგებლებენ და სემინარებს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის,  უნივერსიტეტის მეცნიერებთან  ერთად ჩააატარებენ.  პროექტის მიმდინარეობისას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლას ლაბორატორიულ და კომპიუტერულ ტექნიკას შეუძენს, რომელიც შემდგომში სკოლას საკუთრებაში დარჩება.

თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტისა და თელავის საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი  2018 წლის მაისში დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7684