23 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგა საფფეთ ბაირაქთუთანის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლების ხარისხის ეფექტური მართვისა და კონტროლის მხარდამჭერი საინფორმაციო ტექნოლოგიების კონცეფცია“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი გურამ ჩაჩანიძე).
კვლევის მიზანია ყველა დონის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ინტენსიფიკაცია, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებების გამოყენებით; მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება, მისი მომზადება კომფორტული ცხოვრებისთვის, ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბების პირობებში; საზოგადოების სოციალური შეკვეთების შესრულების შესაძლებლობებისა და უნარების გამომუშავება.
საფფეთ ბაირაქთუთანს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.