კორეის რესპუბლიკის საელჩომ 18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კორეული ფილმის ჩვენება გამართა.
ფილმი -,,კეთილი ოყოს თქვენი მობრძანება დონგმაკოლში“-ეხება კორეის ომს, როდესაც 1950 წელს, ინჩეონში, აშშ-ს არმია შევიდა. ერთ-ერთი პატარა სოფლის მაცხოვრებლები, რომლებსაც არასოდეს უნახავთ იარაღი, მათ ქვეყანაში საომარი კონფლიქტის კატეგორიული წინააღმდეგი არიან.
სამხრეთ კორეაში კინომოვლენად ქცეული ფილმი პირველად, 2006 წელს, ნიუ იორკის აზიის კინოფესტივალზე, კინო მეტროპოლიტენის მიერ იქნა წარდგენილი.
კინოჩვენებას კორეის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე, კიმ ბო მი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ალექსანდრე მოსიაშვილი, თესაუ-ს სტუდენტები და თანამშრომლები დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანი იყო კორეის რესპუბლიკის საელჩოს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება და მჭიდრო სამომავლო ურთიერთობის ჩამოყალიბება.