იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს წარმომადგენლები DUGEOR-ის პროექტის ფორუმზე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), Erasmus+ პროექტის DUGEOR ფარგლებში ორდღიანი ფორუმი ჩატარდა.

ფორუმში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობდა.

პროექტის პირველი სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო პროექტის მენეჯმენტის შეხვედრას, სადაც პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობა, მათ შორის პერიოდული რეპორტის ფინანსური და შინაარსობრივი ასპექტები, შესრულებული აქტივობები, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

მეორე სამუშაო დღე დამსაქმებელთა ფორუმს და დუალური უმაღლესი განათლების (DHE) დანერგვის საკითხებს მიეძღვნა.

ფორუმის ფარგლებში დამსაქმებელთა როლი დუალური განათლების მოდელში, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, აკრედიტაციის კრიტერიუმები და ევროპული გამოცდილება განიხილეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 91
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.