იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა პროექტ DUGEOR-ის ფარგლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მეოთხე სამუშაო პაკეტის მონაწილეთა შეხვედრას ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტუტუტის (GIPA) ორგანიზებით ჩატარდა, დუალური უმაღლესი განათლების განხორციელების სამართლებრივ- სტრატეგიული ჩარჩოს შექმნისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების პროგრესი განიხილეს.

შეხვედრის მეორე დღე აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებების შექმნის პროგრესის მიმოხილვასა და დისემინაციის აქტივობების განხილვას დაეთმო

მეოთხე სამუშაო შეხვედრას, პროექტის სერბი პარტნიორები უძღვებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 21