იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ხელშეკრულება, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გრანტის მინიჭების შესახებ

2020 წლის 9 ივლისს, ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას,   აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გრანტის მინიჭების შესახებ

   ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტს ევალება მთელი რიგი აქტივობების განხორციელებარომელიც მოიცავს  კახეთის რეგიონის  ყველა, 184 საჯარო სკოლას და მიმართული იქნება მოსწავლეზე ორიენტირებული პროგრამების, სწავლა-სწავლების თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა-განხორციელებაზე,

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებითუზრუნველყოფს მასწავლებელთა მომზადებას, პროფესიული განვითარების რეფორმების შესაბამისადღონისძიებების გატარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსისა თუ განხორციელების ცვლილებების მხრივ, რაც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთათვის წიგნიერებისა და მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ეს კი, თავის მხრივ, შექმნის ბაზისს ამ მიმართულებით შემდგომი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისა და შედეგიანი ცვლილებებისთვის.

  საბაზისო განათლების პროგრამა არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მას ახორციელებს RTI International საქართველოს უნივერსიტეტთან, შვიდ  რეგიონალურ უნივერსიტეტთან და სხვა ინსტიტუციებთან  თანამშრომლობით

 
მნახველთა რაოდენობა: 4697
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'