იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები თესაუში

გერმანიის ქალაქ მიუნხენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები  30 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

    თესაუში გამართულ  პრეზენტაციაზე გერმანელმა მაგისტრანტმა სტუდენტებმა მიუნხენის ღირსშესანიშნაობებზე და გერმანიის ამ  ქალაქში არსებულ ძირითად უნივერსიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული  განათლების სისტემაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებზე გამახვილდა. ამ კუთხით კი, არქიტექტურის, ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებები გამოიკვეთა.

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანელი სტუდენტები და პროფესორები კვლევით პროექტზე მუშაობენ, რომელიც  სოფლებში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს შეისწავლის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობამდე,  მათ კვლევა კახეთის რეგიონის სოფლებშიც ჩაატარეს.

    თესაუში გამართულ პრეზენტაციას უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი,  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6247
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'