იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შვედეთის მთავრობის სტიპენდიები

შვედეთის მთავრობა 2019-2020 წლისთვის სტიპენდიების პროგრამას აცხადებს, რომელიც განკუთვნილია, როგორც დოქტორანტებისა და მკვლევარებისთვის, ასევე,-მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

   აღნიშნული პროგრამის (Visby Programm) ფარგლებში, შვედეთის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა  29 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სტიპენდიების მიღება შეუძლიათ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. აპლიკანტები, მაღალი აკადემიური მოსწრების და ინგლისური ენის სერტიფიკატის გარდა,  უნდა ფლობდნენ შემოქმედებით უნარებს.

   პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, შვედეთის  მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მიღება შემდეგი  ვებგვერდის დახმარებით შეუძლიათ: www.si.se

 
მნახველთა რაოდენობა: 6941
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.